ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სერგეენკომ იმდენს გაუძლო ჯილდო ეკუთვნის“-დავით უსუფაშვილი

„სერგეენკომ იმდენს გაუძლო ჯილდო ეკუთვნის“-დავით უსუფაშვილი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

 „შენების“ მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი  დავით სერგეენკოს გადადგომას ასე აფასებს:

„გამახსენდა წინა გადაწყვეტილება, როდესაც თქვეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქობულია გადადგაო. ახლა როგორ გვეტყვიან, ამას დავაკვირდეთ. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის. მასზე გამძლე წულუკიანია მხოლოდ. მე არ მრჩება განცდა, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი, სხვას ვერაფერს ვხედავ. ერთი ვერსიაცაა, თუ სურთ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ, 2020 წლამდე გაარიდონ საქმეებს და მერე შემოაბრუნონ, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. „ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო. შესაძლოა, ახლაც იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ჰყავდათ ყველაზე საამაყო. ეს არის რაღაც გენეტიკური კოდი „ოცნების“ ლიდერის, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...