ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ საჭესთან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს მკაცრი სასჯელი უნდა დაეკისროს”-გოგა ჩანადირი

„ საჭესთან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს მკაცრი სასჯელი უნდა დაეკისროს”-გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მარიხუანის ლეგალიზაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

მარიხუანას მოხმარებაზე სადამსჯელო მეთოდების გაუქმება ნამდვილად სწორი მგონია. მოხმარებაზე ადამიანების ასე მკაცრად დასჯა არ შეიძლებოდა. მით უფრო, მაშინ, როდესაც ეს არც მომხმარებელთა რაოდენობას ამცირებდა და მთავრობები არც საკმარის ალტერნატიულ პროგრამებს გვთავაზობდნენ. პირიქით, ხშირად პოლიცია ადამიანების გასაფუჭებლადაც კი იყენებდა.

ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულ პირთა რაოდენობა მზარდია. ასევე, ლეგალიზების შემთხვევაში, თავიდან მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება, რაც, ალბათ, მერე დასტაბილურდება.
სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული ანტინარკოტიკული პოლიტიკა, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასა და ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს.

ასევე, ვფიქრობ, საჭესთან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს მკაცრი სასჯელი უნდა დაეკისროს”, – წერს გოგა ჩანადირი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოასზრებები გამოიწვია. ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მოხმარებაზე ადამიანების ასე მკაცრად დასჯა არ შეიძლებოდა.

ამასთან, ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჭესთან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს მკაცრი სასჯელი უნდა დაეკისროს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა

„რაც შეეხება „დარტანიანს“, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა. ეს არ ...