ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „საცხოვრებლად ზუგდიდში გადავალ, მაგრამ ჯერ სახლს ვერ ვიყიდი, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს“-სანდრა რულოვსი

„საცხოვრებლად ზუგდიდში გადავალ, მაგრამ ჯერ სახლს ვერ ვიყიდი, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს“-სანდრა რულოვსი

 ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში იყრის კენჭს, ის ზუგდიდის მერის პოსტის დაკავებას აპირებს:

„მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად. შეიძლება ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ როცა ის წავა, აუცილებლად სახლსაც ვიყიდი და ზუგდიდი იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, როგორც 2016 წელს, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება და როგორც არასდროს, ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ სოფლების და ქალაქის, მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. ეს იქნება პატიოსნების პატარა კუნძული საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა დღეს პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია-ს“ ბრიფინგზე, სადაც ის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობს.

ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებზე,  რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში  რულოვსი აჩენებს გამოეთიშა, იმ მიზეზით, რომ  დარწმუნებული იყო ,  არჩევნები პირველ ტურში ” ხმები მოპარეს”.

„ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 19 მაისს გაიმართოს“-განაცხადეს ცეესკოში.

ნინი ბეანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com