საჩხერეში, 8 წლის ბავშვი კისტის თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა კისტის თოფიდან შემთხვევით გაისროლა, რასაც 8 წლის გოგონას გარდაცვალება მოჰყვა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
