ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოში 2018 წელს 23 295 აბორტი გაკეთდა

საქართველოში 2018 წელს 23 295 აბორტი გაკეთდა

 

2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა.

„დადებითად უნდა შეფასდეს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი) რეგისტრირებული რაოდენობის კლებითი დინამიკა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, მაშინ, როდესაც 2017 წელს ამ ციფრმა 24 308 შეადგინა. მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,” – ნათქვამია ანგარიშში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com