ახალი ამბები
Home / არჩევნები / საქართველოში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყება

საქართველოში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყება

საქართველოში ხვალ  საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყება.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com