ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა

საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში ტურისტების რეკორდულ მაჩვენებლებზე ისაუბრა:

„რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც უნიკალური წარმატებაა. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება, ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა არის საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. პირველ იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და საქართველოს დიდმა მეგობარმა ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ ფრანკფურტში მსოფლიოს წიგნის ყველაზე დიდ ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა დაასახელა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციებისა და გამოცემების რეიტინგებში. საერთაშორისო კვლევითი პორტალის – ნამბეოს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა და ის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც ევროპაში ჩვენ მეორე ადგილზე ვართ“, – განაცხადა ბახტაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com