ახალი ამბები
Home / არჩევნები / საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს-15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%,- ს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს-15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%,- ს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს.

15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 47,1% ამბროლაურის ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი 23,6% მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.

“15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%, რაც რაოდენობრივად არის 1 085 730 ამომრჩეველი.

ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების აქტივობას, 15:00 საათისთვის მაშინ აქტივობამ შეადგინა 32,1%.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ საარჩევნო უბნის მისამართი გაიგონ ცესკოს ვებ-გვერდის ან სატელეფონო საინფორმაციო ცენტრის (2510051) საშუალებით. ასევე, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ონლაინ ჩათი,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com