ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ შესაძლოა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოიწვიოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ შესაძლოა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოიწვიოს

“ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან, ამიტომ შესაძლოა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო“, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
მან საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი ძმის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით მძიმეა.

„მე და ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ პირველ რიგში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის. გუშინ ნორმალურად იყო, დღეს კი ძალიან სუსტადაა. არც მან იცის, რა დიაგნოზი აქვს, ვერც მე მივიღე პასუხი. უკვე 5 დღეა, იკვლევენ და ვერ გამოიკვლიეს.”-განაცხადა მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ.

როგორც თორნიკე მამალაძე აღნიშნავს მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სიმართლეს სპეციალურად არ ამბობენ.

შეგახსენებთ,დეკანოზი გიორგი მამალაძე მეხუთე დღეა ღუდუშაურის კლინიკიაშია გადაყვანილი.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com