ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოს პროკურატურა მედიაში გავრცელებულ  ნიკა მელიას ახალ ვიდეოკადრებს ეხმაურება

საქართველოს პროკურატურა მედიაში გავრცელებულ  ნიკა მელიას ახალ ვიდეოკადრებს ეხმაურება

 

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.

აღსანიშნავია ასევე, რომ გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც  ნიკანორ მელია ეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრანიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 სათიდან 23:56 საათამდე). აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლები პირველად იყენებ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა მედიაში გავრცელებულ  ნიკა მელიას ახალ ვიდეოკადრებს ეხმაურება და მას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაშიადანაშაულებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com