ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვის წაუყენებს  ბრალს პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე?

ვის წაუყენებს  ბრალს პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე?

31 დეკემბერს 25 წელი შესრულდება, რაც 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში მოკლეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიადგამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ვის წაუყენებს  ბრალს, თუ საქმეს დახურავს?

რაც შეიძლება გახდეს საზოგადოების იმ ნაწილის მღელვარების საფუძველი, 25 წელია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას მოითხოვს?
მე-6 დღეა საქართველოს მთავარი პროკურატურის მისაღებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები შიმშილობენ.

31 დეკემბერს 25 წელი შესრულდება, რაც 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში მოკლეს.

დღეს პროკურატურაში საგამოძიებო მასალების 16 ტომი დევს.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, საქმეში ფიგურირებენ ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება წარედგინოთ ბრალი.

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც დღეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე შეიძლება ბრალი წარედგინოთ?

 პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია იმ ადამიანების  გვარების  დასახელებისგან   თავს იკავებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

 საპარლამენტო კომისიის მასალებთან ერთად,  კონსტანტინე გამსახურდიამ 48 კაცის აუცილებელ დასაკითხ პირთა სია გადასცა.


2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და თუ გამოძიება არ გააქტიურდა, ბრალი ვინმეს არ წარედგინა, საქმე დაიხურება.

 ეს გახდა მიზეზი კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას შიმშილობისა. ამიტომ გუშინ, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გამსახურდიების მხარდასაჭერად და პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების გაგრძელების, მკვლელობიოს ორგანიზატორებისა და მკვლელის დაპატიმრების მოთხოვნით ხალხი შეიკრიბა. „სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კაგებეს სტაჟიანი თანამშრომელი, მაგრამ პროკურატურა საოცარი პასიურობით და უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას. მეორე მხრივ, გააფთრებული გვეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, ნაცვლად აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებისა, -აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია:„ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არ არის მხოლოდ ჩვენი ოჯახური ტრაგედია. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, გამოუსწორებელი, მოუშუშებელი ტკივილი, უსამართლობა და უკანონობაა, რასაც ბევრი ტრაგედია მოჰყვა. ჩვენ ხალისისა და სიხარული საფუძველი არ გვაქვს. პერიოდულად ვაწყდებით იმ ეპიზოდებს, როგორ ანგრევს და ანადგურებს სისტემა ადამიანებს. პირველ რიგში, სწორედ ამას ვაპროტესტებთ მე-6 დღეა ჩვენი პერმანენტული აქციითა და შიმშილობით ამ შავბნელ შენობასთან და მოვითხოვთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას.
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს, საკვანძო მოწმეები არ იკიტხებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი ძმის, კონსტანტინეს მეშვეობით საპარლამენტო კომისიამ დადო დიდი მასალა, საკვანძო ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები. მიუხედავად ამისა, საქმე მიმდინარეობდა მდორედ და უნიათოდ.
„საქმის საკვანძო მოწმეები არ იკითხებიან. თუ იკითხებიან დაახლოებით ასეთ კითხვებს უსვამენ, თქვენ იყავით, თქვენ გააკეთეთ? როგორ გგონიათ, ნებისმიერი იურისტი პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება, რომ ასე გამოძიების წარმოება არ ხდება. ერთია, ტრადიციული არაკომპეტენტურობა, უნიათობა, უცოდინრობა, მეორე ფაქტორია ის, რომ მათ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას არავინ ავალდებულებს. სამწუხაროდ, ერთი კაცის, ერთი პარტიის, ერთი ჯგუფის ნებაზე აწყობილი ქვეყანა ვართ დღესაც. 1991-92 წლების იმ სამწუხარო მოვლენების თარგზე მოჭრილი საქართველო მიდის დღესაც, რაც არის ჩვენი უბედურების სათავე“.


კონსტანტინე გამსახურდია:„
2011 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტის სესიაზე წარვადგინე კომისიის ძირითადი დოკუმენტი, დასკვნა, რომელიც არის 370 გვერდი და 48 კაცის სია, რომელიც აუცილებლად გამოსაკითხი (რადგან მათ უნდა ჰქონოდათ, ფასეული ინფორმაციები ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით.ამ სიიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ერთი თვის წინ დაიკითხა. ისმის კითხვა: 7 წელი პროკურატურა რას აკეთებდა? რამდენი ხანი შეიძლება იჯდე და უყურო ხელისუფლების ცვლილებას? ეს კიდევ ერტხელ მეტყველებს, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში სამართალი არის პოლიტიკის, ხელისუფლების, ძალაუფლების მძევალი.
ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი რამ არის შეუძლებელი. ეს თვითონ საქმე შეუძლებლობაა. მაგალითად, შეუძლებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა 17 წლის განმავლობაში. საპარლამენტიო კომისია შეიქმნა 17 წლის დაგვიანებით მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგიური კომისია პრეზიდენტის მკვლელობაზე 10 დღეში შეიქმნა.
შეუძლებელია საპარლამენტო კომისიას არ ჰქონდეს საგამოძიებო სტატუსი. შეუძლებელია ამტკიცო, რომ პრეზიდენტმა დახრილად ისროლა პისტოლეტი სტეჩკინი ისე, რომ არც მიიბჯინა.
შეუძლებელია შემდეგ იძახო, რომ ეს სტეჩკინი მას ხელში დარჩა. შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება თვითმკვლელობა განხორციელდეს და, საერთოდ, გადაქცეულიც არ იყოს ადამიანი. შეუძლებელია ერთი ჩვენებით მას ეცვას კოსტიუმი, მეორე ჩვენებით სპორტული ტანსაცმელი. ძალიან ბევრი რამ არის კიდევ შეუძლებელია.

_ ბატონო კონსტანტინე, ამ საქმის გამოძიების კუთხით რა კეთდება?
_ გამოძიება გრძელდება, მაგრამ ხელშესახებ შედეგს ჩვენ ვერ ვხედავთ. დიალოგს წინ არაფერი უდგას, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დიალოგი დიალოგისთვის. ცარიელი ხელებით თუ დააპირებენ ისინი ჩვენთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ჩავთვლი, რომ ეს დროის ტყუილი ფლანგვაა.
_ საქმე გამოძიების რა სტადიაზეა?
_ საქმე არის იმ სტადიაში, რომ 12 დღეში ის უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ორგანული კანონი გულისხმობს ამას. ორგანულ კანონში ასეა ფორმულირებული და ძალიან ძნელია ორგანული კანონის სხვაგვარი ინტერპერეტაცია.
_ რა შემთხვევაში შეიძლება არ დაიხუროს?
_ ერთადერთ შემთხვევაში გადავადდება საქმის

დახურვა და ხანდაზმულობის ვადა მოიხსნება, თუ ვინმეს ბრალი წარედგინება. საგამოძიებო მასალების 16 ტომს თუ გადავხედავთ, იქ არიან ისეთი პირები, ვისაც დღეისათვის შეიძლება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინოთ.
საქმეში ფიგურირებენ ადამიანები, რომლებსაც

თავისუფლად შეიძლება წარედგინოთ ბრალი. პროკურატურამ ბრალი უნდა წარუდგინოს, აბა, რას აკეთებენ. 

 –ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება დღეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინოთ?
_ ვერ დაგისახელებთ. მათი დასახელება არ შეიძლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები არიან და მათ უნდა წარედგინოთ ბრალი. ასე შემთხვევაში საქმე არ დაიხურება.

_ რა უშლის იმ ადამიანებისთვის ბრალის წარდგენას?
ვფიქრობ ამ უნიათობისა და ნაცარქექიობის უკან დგას პოლიტიკური ნების არარსებობა.მ
ას შემდეგ, რაც თქვენ საპარლამენტო კომისიის მასალები წარუდგინეთ პროკურატურას, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დაიწყო მკვლელობის მუხლით (მოგეხსენებათ, ბალუაშვილი ამტკიცებდა, თავი მოიკლაო, საპარლამენტო კომისიის მასალების წარდგენის შემდეგ, საქმე გადაკვალიფიცირდა და მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება),

-ამ საქმის გამოძიების ათვლა ახალი თარიღით არ დაიწყო?

-ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს, საკვანძო მოწმეები არ იკიტხებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი ძმის, კონსტანტინეს მეშვეობით საპარლამენტო კომისიამ დადო დიდი მასალა, საკვანძო ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები. მიუხედავად ამისა, საქმე მიმდინარეობდა მდორედ და უნიათოდ. ფაქტობრივად, ვერ იტყვი, მოვალეობის მიზნითო. მათ თავისი მოვალეობა და ვალდებულება მართლა რომ შეასრულონ, ჩვენ ამ დღეში არ ვიქნებოდით.
ცოტნე გამსახურდიას განცხადებით ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საკვანძო მოწმეები და ფიგურანტები, საერთოდ, არ იკითხებიან.
_ საქმის საკვანძო მოწმეები არ იკითხებიან. თუ იკითხებიან დაახლოებით ასეთ კითხვებს უსვამენ, თქვენ იყავით, თქვენ გააკეთეთ? როგორ გგონიათ, ნებისმიერი იურისტი პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება, რომ ასე გამოძიების წარმოება არ ხდება. ერთია, ტრადიციული არაკომპეტენტურობა, უნიათობა, უცოდინრობა, მეორე ფაქტორია ის, რომ მათ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას არავინ ავალდებულებს. სამწუხაროდ, ერთი კაცის, ერთი პარტიის, ერთი ჯგუფის ნებაზე აწყობილი ქვეყანა ვართ დღესაც. 1991-92 წლების იმ სამწუხარო მოვლენების თარგზე მოჭრილი საქართველო მიდის დღესაც, რაც არის ჩვენი უბედურების სათავე,- განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ..

ლელა გვანცელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com