ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოს ნატოს რიგებში ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის

საქართველოს ნატოს რიგებში ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის

პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, .

„ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში. ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა იმ ასპექტს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას, დინამიკურ ეკონომიკას და დემოკრატიას“, – განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო ინტერსების დაცვის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ეყრდნობიან ძლიერ, მოქმედებისთვის მზად მყოფ და თავდაცვისუნარიან პარტნიორებს.

„საქართველო სწორედ ასეთი პარტნიორია, რომელმაც საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები. საქართველო არის ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებელ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...