ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერი შესრულდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერი შესრულდება

 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაგურაცია 16 დეკემბერს თელავში ჩატარდება, მიმდინარეობს ინაგურაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე ცნობილია, რომ ინაგურაციის სცენარს  სტილისტურად გააფორმებს  რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აცხადებს, რომსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერიც შესრულდება“.

„დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ჩატარდება ინაუგურაცია. რაც შეეხება დეკორაციას, ეს იქნება აბსოლუტურად თანხვედრი და გარემოსთან მიმართებაში ორგანული. თუმცა, არსებობს ოფიციალური ნაწილიც, რაც მოიცავს გერბს, დროშას, მაგრამ ეს იქნება მორგებული გარემოზე. სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება. არასდროს საქართველოს არც არქიტექტურული ძეგლები, არც ლანდშაფტი, პომპეზური არ არის. საქართველოს ხელოვნებაში და კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივ სისადავეს რასაც ეძახიან. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი ეს მისადაგებული იყოს ქართულ კულტურასთან. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული კულტურა მოიცავს ევროპულ ელემენტებს. მუსიკალური მხარე ინაუგურაციაზე არის ჰიმნი და მინდა, რომ მრავალჟამიერი შესრულდეს. ამ საოცარი კავკასიონის ფონზე კახური მრავალჟამიერი რომ არ შესრულდეს, არ შეიძლება. პრაქტიკული სამუშაოები დღესვე დაიწყება – კონკრეტულად, ინაუგურაციის სცენარზე და ესკიზზე; ამის შემდეგ ის შეთანხმდება“, – განაცხადა ფოცხიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com