ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს- „საფრთხეშია ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი და ოქროს ფონდი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილმა უდარაჯა და სამშობლოს უკან დაბრუნა“-უფლებადამცველი მანანა ორბელიანი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს- „საფრთხეშია ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი და ოქროს ფონდი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილმა უდარაჯა და სამშობლოს უკან დაბრუნა“-უფლებადამცველი მანანა ორბელიანი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.

თქვენო უწმინდესობავ, საზოგადოებაში წუხილის და შფოთის საგნადაა ქცეული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის- ქ თბილისში, პუშკინისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩა 2/4 მდებარე ხელოვნების მუზეუმის შენობის დაუფარავად ნგრევის პროცესი.

გარდა იმისა, რომ მუზეუმის 200 წლოვან შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, მასში კომპლექსური, მუზეუმისთვის კარგი რემონტის შემდეგ განთავსებულია ერისთვის ფასდაუდებელი საუნჯე, საეკლესიო ზოგადსაკაცობრიო და ზოგადქრისტიანული- ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი და ოქროს ფონდი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილმა უდარაჯა და სამშობლოს უკან დაბრუნა.

დაუფარავად და პირდაპირ ვაცხადებ, რომ კულტურის მინისტრის მიერ შნობის ირგვლივ დაკვეთილი და ნაწილობრის გასაჯაროებული შპს „კარიატიდას“ და შპს „ახალი საქქალაქმშენპროექტის“ მიერ შესრულებული საექსპერტო დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით ა რ ა ს ა ნ დ ო და ყალბია.

შენობა არ ინგრევა. არსებობს სხვა ყალბი და არაყალბი დასკვნებიც. ხაზგასმით აღვნიშნავ, შენობა მდგრადია, მას მიზანმიმართულად ანგრევენ, გაყალბებული დასკვნების არსებობა კი მიუთითებს, რომ არსებობს კორუფციული დაინტერესება შენობის დანგრევის.

ამომავალი საწყისი ესაა. მაგრამ გპირდებით, რომ შენობა ვერ დაანგრევა. როცა,ელენე კავლელიშვილი- ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის საგანძურის და შენობის მტკიცე მცველი სულისა და ხორცის გასაყარ სარეცელზე იწვა 2019 წლის ნოემბრის თვეში, ქალაქ თბილისის მერმა, ბატონმა კახი კალაძემ, მასზედ კულტურის სამინისტროდან გადანდობილი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, ხელოვნების მუზეუმის მეზობლად, გუდიაშვილის ქუჩაზე აღმოცენებულ იციკ მოშეს სასტუმრო: თბილისის რიქსოსთვის „საკაბელო ინტერნეტის გაყვანის მიზნით“,

კანონსაწინააღმდეგოდ შპს „მაგთიკომზე“- „ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის“ ნებართვის გაცემით ,ხელოვნების მუზეუმის 200 წლოვან, მაღალმხატვრული ღირებულების მატარებელ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს საძირკვლიდან, მიზანმიმართულად დანგრევის მიზნით ამოაცალა მდგრადობის გამსაზღვრელი რიყის ქვები.

ამ ვანდალური ფაქტის (03.11.2021)შემსწრეს დამეუფლა შეგრძნება, რომ ტანჯვისგან სხეულს დაშორდა სული, რომ საქართველო დრტვინავს და იწყის ჩადენილი უკანონო უმგვანობისგან. ჩემს თვალწინ იქნა სატვირთო ავტომანქანებით გაზიდული, გუდიასვილის ქუჩაზე, შენობის გასწვრივ, სარძიკველთან გათხრილი ღრმა ორმოდან, ამოცლილი რიყის ქვები. შენობა უდაოდ დაზიანდება მ ო მ ა ვ ა ლ შ ი და შეიძლება გადატყდეს (გადაიქცეს) კიდეც თუ შენობის საძირკვლიდან ამოცლილი რიყის ქვების ჩაბრუნება და გამყარება არ მოხდება დროულად. აქვე ხ ა ზ გ ა ს მ ი თ აღვნიშნავ, რომ შენობა დაიბზარა და დაზიანდა იციკ მოშეს თბილისის „რიქსო“(შპს „სიტი ემ“ ს/კ№204497295) და ბიძინა ივანიშვილის „პანორამა“ (შპს „თბილისი სითის“ (ს/კ:405034537)) სასტუმროების შენებისას მუზეუმის გვერდით, გუდიაშვილის ქუჩაზე და წინ თავისუფლების მოედნის = 7, სადაც დამატებით მიწისქვეშა ავტოსადგომიც მოაწყო ბატონმა ივანიშვილმა, პირდაპირ მუზეუმის კარიპჭის წინ.

ზუსტად, რომ ბატონი ივანიშვილის,საქართველოს უგვირგვინო მეფის და არაფორმარული მმართველის, და მასთან დაახლოებული პირის, იციკ მოშეს კორუფციულ დაკვეთით უნდა დაინგრეს ხელოვნების მუზეუმი, „ნაციონალებზე“ პრობლემების გადაბრალებით. სინამდვილეში, საექსპერო დასკნით მომიზეზებულ, ესკადრონის მოწყობამ, ხელოვნების მუზეუმს, პუშკინის ქუჩიდან მართლაც ამოუქოლა ღიობები, საიდანაც, შენობის სარდაფის ბუნებრივ განიავება ხდებოდა და რამაც შენობაში დატენიანება გამოიწვია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენობა წყალში დგას და ინგრევა. ეს მტკნარი სიცრუეა.

ამ პრობლემის( ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის სარდაფის განიავების მოსაგვარებლად არსებობს, ბატონი გ მარსაგიშვილის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 23.06.11 წელსაა რეგისტრირებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ბატონი ნ. ვაჩეიშვილის რეზოლუციით და დღემდე არავის განუხორციელებია.თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სახელით გავრცელდა წერილი, სადაც თითქოსდა ითხოვთ, რომ ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატი დაუბრუნდეს ანჩისხატის ტაძარს. უდაოდ მიუღებელი და შემაშფოთებელია კულტურის მინისტრის მიერ გაჟღერებული განცხადება, რომ ხელთუქმნელ და სხვა ხატებს , მეზობლად, 1980 წელს აგებულ შენობაში გადააბრძანებენ. ან /და თუნდაც ჯანაშიას მუზეუმში დაიწყებენ ხატების (ექსპონატების ) ე ვ ა კ უ ა ცი ა ს. საყურადღებოა, რომ საზოგადოებამ არც კი იცის გაეროს იუნესკოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ხატების ირგვლივ, არ გავცნობივართ მას. არ ვიცით ვინ არის მოწვეული ექსპერტის ჩამტარებელი პირები, არ ვიცით საკუთრივ მინისტრის მიერ 2021 წლის 15 ივლისის გამოცემული №00014916 ბრძანება, რომლითაც ევაკუაციას სურვილია გამოთქმული. დაფარულია შპს „ახალი საქქალაქმშენპროექტის“ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა,- სიყალბის ძირი, რომელსაც შპს“კარიატიდა“ ეყრდნობა თავის დასკვნებში. კულტურის მინისტრს გათიშული აქვს ვებ- გვერდი, ხელყოფილია საჯაროდ ინფორმაციის დაუყოვნებლივ ხელმიწდომობის უფლება, საზოგადოება გადაყვანილია ინფორმაციის გამოთხოვით მიღების რეჟიმზე, უდაოა, რომ ყოველივე ეს საზოგადოებისთვის ერის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ხელშეშლის მიზნითაა გაკეთებული, მაგრამ ჩვენს მიერ მონახულია სამართლებრივი ფორმა და მინისტრის, ხილულ და უხილავი ხელისუფლების ყველა კანონსაწინაარმდეგო ქმედებებს დაუპირისპირდება- თავად ქრისტეს სიმართლე, სამართლიანობა, კანონი, კანონის უზენაესობა და ყველა საქართველოს მიერ კულტურის დარგში გაზიარებული კონვენციები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობას იცავ ძეგლს,-ხელოვნების მუზეუმის შენობას და მასში განთავსებულ კუტურული მემკვიდრეობის ზოგადქრისტიანულ, ზოგადსაკაცობრიო მემკვიდრეობის ხელყოფიდან. ამავდროულად გვინდა ვიყოთ ობიექტური და განვაცხადოთ, რომ ისეთი დონის სიწმინდე, როგორც ანჩისხატი და საგანძურში განთავსებული სხვა ხატებია დაუშვებელია განთავსდეს ანჩისხატის ტაძარში,- კიოტში მოთავსებული. ზოგადად ნებისმიერ ტაძარში. ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ მსოფლიო სიწმინდეების ისტორიას, ვისაც ამ დონის სიწმინდის რაიმე მიახლოებული გააჩნიათ, ისინი დიდი ს ს ი ს ა თუ თ ი თ ყველა ქვეყანაში ს ა ე კ ლ ე ს იო მ უ ზ ე უ მ შ ი ა დაცული. ეხლა რაც მთავარია, თავის დროზე, როცა ხელოვნების მუზეუმის შენობა სულ ახალი აგებული იყო და მასში სასტუმრო „პალასი“ იყო განთავსებული, საქართველოს რუსეთის იმპერატორი ნიკოოზ 6 ესტუმრა.

ქართული სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებულ იმპერატორთან სიახლოვისას ეგზარხმა დრო იხელთა და იმპერატორს შენობის სასულიერო აკადემიისთვის გადაცემა სთხოვა, რაც იმპერატორმა დიდსულოვნად შეუსრულა. დადგა დრო საქართველოს ეკლესიას დასავლეთის მსგავსად საეკლესიო მუზეუმი გააჩნდეს და ეს მუზეუმი ზუსტად, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა, ქ, თბილისში პუშკინისა და ლადო გუდიაშვილის 2/4 მდებარე, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა უნდა იყოს. რაც არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს უზეუმიდან სხვა ექსპონატების „ევაკუირებას“და მუზეუმის ადამიანური რესურსების დენადობას ამის შესაძლებლობას კონკორდანტი იძლევა.

თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ თ ხ ო ვ ნ ი თ, რათა არ მოხდეს ქართველი ერის საგანძურის დატაცება დანაწევრება, და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის კორუფციული ტალღის მიერ ხელყოფა- განადგურება.

თქვენს მიერ დაისვას ხელისუფლების წინაშე საკითხი —– შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა, მდებარე ქალაქ თბილისში, პუშკინისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩა =2/4 ში, გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო მუზეუმის დანშნილებისთვის.

ქრისტიანული სიყვარულით, მანანა ორბელიანი.თბილისი. 2021 წლის 06 აგვისტო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...