ახალი ამბები
Home / გამორჩეულები / საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი –  საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი –  საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი — საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისსკვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი. მას აქვს დეკლარაციული ხასიათი. მასში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი, აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა[1]. დამოუკიდებლობის აქტს, გარდა დეკლარაციული ხასიათისა, აგრეთვე აქვს წმინდა ნორმატიული ხასიათი. მას აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება — 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მიღებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ. იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, იურისდიქციის ფარგლებსა და მოცულობას, პოლიტიკური წყობილების ფორმას, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დროებით სახელმწიფო ხელისუფლებასა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ ქვეყნის მდგომარეობა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...