ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ერთ-ერთი საქმის საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ერთ-ერთი საქმის საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

აქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ერთ-ერთი საქმის საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და ამ საქმეში შესაძლო სისტემურ დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

განცხადებაში აღნიშნულია: „საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს ორგანიზაციაში შემოსული განცხადების საფუძველზე, კერძოდ ბ. აჯამოვისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დ. აჯამოვის ბინიდან გამოსახლების სააღსრულებო წარმოებისას აღსრულების პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მაღალი ალბათობით ჩადენილ განზრახ დანაშაულის ნიშნებზე. სავარაუდოთ კრედიტორის ა. ხუდოევას სასარგებლოდ სავარაუდო აღსრულების პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მიერ ჩადენილი ეს შესაძლო სამოხელეო დანაშაული მიმართულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მამუკა ტივიშვილის პროფესიული რეპუტაციისა და ღირსების მიზანმიმართული დისკრედიტაციისკენ, ეს გარემოებებზე სავარაუდოთ მიანიშნებს საქმის მასალების დეტალური შესწავლა. მიუხედავად საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წერილობითი თხოვნისა, დღემდე არ არსებობს საქმის წარმოებაზე ზედამხედველი პროკურორის არგუმენტირებული და დასაბუთებული წერილობითი პოზიცია და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ვერ იღებს პასუხს შესაბამისი გარემოებების საფუძველზე დასმულ კითხვებზე. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია მომართველი პირისაგან საქმის მწარმოებელ გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი არ დაინტერესებულა და არ გამოკითხა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში უშუალოდ მონაწილე პირები და თვითმხილველი მოწმეები,როგორც ამასთანავე განმცხადებელი აღნიშნავს საყურადღებო და საგანგაშოა, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ ერთ სავარაუდო დანაშაულებრივ ეპიზოდს არ მოიცავს და აღსრულების პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან დაფიქსირდა ბ. აჯამოვის კუთვნილი ნივთების მითვისებაში ა. ხუდოევასთვის დახმარების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება, საუბარია გამოსახლებული პირის კონკრეტულ ნივთებზე და კონკრეტულ მოწმეზე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იკვეთება სისტემური დანაშაულის ნიშნები რაც ამ ალბათობას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია გამოძიება დღემდე სათანადოთ ჯერ-ჯერობით არ დაინტერესდა საჩივარში მითითებული მოწმეების ჩვენებით, ასევე დასახელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩამდენი პირის ა. ხუდოევას ჩვენებით. და აღსრულების ბიუროს მოხელის ჩვენებით, გამოძიებას ევალება სრულად და ზედმიწევნით შეისწავლოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეების ჩვენებები და მათ საფუძველზე მიიღოს ობიქტური დასაბუთებული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ საკითხი უკავშირდება ადვოკატის პროფესიულ იმიჯის მიზანმიმართულად ხელყოფას და მასზე ჩვენი რეაგირება იქნება პრინციპული და ეფექტური. საქმეზე ჩვენი საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგები მიეწოდება უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ამნესტი ინტერენეშენელს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველს და სხვა კომპეტენტურ დაწესებულებებს. შედეგები ასევ აისახება ჩვენს წლიურ ანგარიშში. ვიმედოვნებთ, რომ ზემომითითებულ ორივე შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდზე გამოძიება განხორციელდება სათანადოდ, სრულად და ყოველმხრივ მოხდება საქმის გარემოებების გამოკვლევა და მოხდება ფაქტებზე ეფექტური კანონიერი რეაგირება, საქართველოს ადოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გააგრძელებს ამ საქმეზე საზოგადოებრივ მონიტოირნგს და დაელოდება გამოძიების საბოლოვო შედეგებს“, აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com