ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ერთ-ერთ საქმეზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ერთ-ერთ საქმეზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

 

 

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ერთერთ საქმეზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებამდაცველის გიორგი თევზაძე აქვეყნებს საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს ერთ-ერთ სასამართლო დავის საქმეზე, რომელსაც იხილავს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი. კვლევის შედეგების გამოქვეყნდება მიზნათ ისახავს საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მართლმსაჯულების პრაქტიკის განზოგადებას. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „საპროცესო მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: დავის არსი შემდეგში მდგომარეობს. მესაკუთრეს ბ.ა.-სა და მოიჯარე გ. ს.-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, რის საფუძველზე მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა საცხოვრებელი სახლი და იჯარის ხელშკრულების პირობების შესაბამისად მოიჯარემ გასწია სოლიდურიო სარემონტო სამუშაოები. მოგვიანებით ეს ქონება შეიძინა ა. ხ.-მ, რომელმაც აწარმოა სასამართლო დავა წინა მესაკუთრის მიმართ და მიიღო სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. წინა მესაკუთრის მიმართ ფართის გამოთავისუფლების თაობაზე აღსრულების დაწყების შემდგომ ამ აღსრულების თაობაზე გახდა ცნობილი მოიჯარისათვის, რომელმაც სასამართლოში შეიტანა სარჩელი ახალი მესაკუთრის ა.ხ-ს მიმართ საიჯარო ურთიერთობის აღიარების მოთხოვნით, ასევე დააყენა წერილობითი შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, რადგან ფართიდან მოიჯარის გამოსახლების შემთხვევაში, ეს სასარჩელო დავა აზრს დაკარგავდა. მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა სარჩელი წარმოებაში მიიღო, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მოიჯარეს ამავე მოსამართლემ უთხრა უარი, მიუხედავად მოსარჩელის დასაბუთებული და არგუმენტირებული შუამდგომლობისა. დასაბუთება კი იმაში მდგომარეობს, რომ მხარემ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც ჩანს, რომ აღსრულებამ მოიჯარეს უარი განუცხადა გამოსახლების გადავადებაზე. პრობლემის არსი, არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლემ სათანადო დასაბუთების გარეშე განაცხადა უარი და ამით აზრი დაუკარგა მოსარჩელის დავას (გამოსახლების შემთხვევაში სამივე სასამართლო ინსტანციაში დავის დასრულებამდე, იჯარის დარჩენილი ვადა 2 წელი ისედაც ამოიწურება და აღსრულების საფუძველი აღარ დარჩება, პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ საჩივრით ამ სასამართლო უარის გასაჩივრებასაც აზრი ეკარგება, რადგან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ამ საჩივარზე მსჯელობას გარკვეული საპროცესო ვადა აქვს, რა დროშიც გამოსახლების აღსრულება დასრულდება და მიჯარის გამოსახლება განხორციელდება. ამდენად, მოსამართლე ზაზა მარტიაშვილის გადაწყვეტილებით აშკარაა, რომ მხარეს ერთმევა ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი – მართლმსაჯულების გზით დაიცვას უფლებები. ცალკეულ შემთხვევაში მოსამართლეების მსგავსი მიდგომები მკვეთრად ამცირებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენთვის როგორც ცნობილია, საპროცესო მხარე საკითხის შესწავლის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დამოუკიდებელ ინსპექტორს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილის მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საქმის შესწავლისა და კანონიერი რეაგირების მიზნით. ჩვენთვის საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ გვაქვს ასევე განზოგადებული ფორმით, რათა მსგავსი მიდგომების გამო არ შეიზღუდოს მაღალი სტანდარტის დასაბუთების გარეშე პირის კანონიერი უფლებები. და ძირითადი თავისუფლებები, რომლის სამწუხარო პრაქტიკაც საზოგადოებას აქვს. მართლსამჯულების ძირითადი და გადამწყვეტი დანიშნულებაა სწორედ ამ მაღალი ღირებულებების დაცვა და უზრუნველყოფა. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გააგრძელებს აღნიშნული ქეისის საზოგადოებრივ მონიტორინგს და შედეგებს განვასაჯაროვებთ მედია-საშუალებებით. ასევე განვასაჯაროვებთ სხვა სასამართლო ქეისებზე კვლევის შედეგებს“ – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, უფლებამდაცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com