საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში სადავო იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა „daily sabah“-წერს-გამოცემის თანახმად საქართველოსა და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე „ჰოსოფი-დურგოზუს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა.
წყარო: „იტარ.გე“