ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საფრანგეთმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტა

საფრანგეთმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტა

ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს შემთხვევები ვაქცინაციას უკავშირდება.

საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელი, პროფესორი ალენ ფიშერი ფიქრობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების შეჩერება დროებითია.

როგორც ფიშერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ, მცირეა.

„რაც არ უნდა მოხდეს, ანალიზის საბოლოო ელემენტი სარგებელ-რისკია,“ – აღნიშნა საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ასტრაზენეკას  ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ადამიანში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„43%-იანი ზღვარი ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება- მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა“-გიორგი გახარია

გიორგი გახარია აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა ხელისუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება; -„ეს შიშისგან ...