ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა

სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით სულ 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რვა მოსამართლის გარდა, სხვა მოსამართლეებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

 დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით,  8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა. კენჭისყრის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.

კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.

უვადოდ გამწესდნენ, შემდეგი მოსამართლეები: ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განმწესდა 12-ხმით, 2 ის წინააღმდეგ.

ეკა არეშიძე – 14 ხმით უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქოს სასამართლოში;

გია ბერაია – უვადოდ განმწესდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

13 ხმა ერთის წინააღმდეგ მიიღო, მოსამართლემ ლერი თედორაძემ და ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;

უვადოდ განმწესდა ასევე მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი, რომელმაც 12 ხმა 2- ის წინააღმდეგ მიიღო. ის ბათუმის საქალაქო სამოქალაქოში განმწესდა;

სალიხ შაინიძემ მიიღო -12 ხმა 2-ის წინააღმდეგ.ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;

ნატო ხუჯაძემ მიიღო 12-ხმა 2-ის წინააღმდეგ. ის უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოში;

მერაბ ჯორბენაძემ მიიღო 13- ხმა 1-ის წინააღმდეგ და ის თბილისის საქალაქო სასმართლოში განმწესდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით სულ 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რვა მოსამართლის გარდა, სხვა მოსამართლეებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com