ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სასამართლომ დავით კირკიტაძე გაამართლა და გაათავისუფლა

სასამართლომ დავით კირკიტაძე გაამართლა და გაათავისუფლა

დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა.

გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com