ახალი ამბები
Home / არჩევნები / საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია….

საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია….

 

თბილის მერი კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აქცენტს  ოცნების შეცდომებზე აკეთებს:

საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ საზოგადოება ცხოვრობდა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც, თბილისის მერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება საქართველოში ჩვენ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს. სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება.

რაც მთავარია, ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com