ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საპატრიარქო ოფიციალურად გმობს სოდომისტურ ლგბტ პრაიდს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ეს სიბილწე!

საპატრიარქო ოფიციალურად გმობს სოდომისტურ ლგბტ პრაიდს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ეს სიბილწე!

 

 

დღეს, ე.წ. ლგბტ-პრაიდის შესახებ საპატრიარქოს საგანგებო განცხადება გავრცელდა:

,,როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყ ო ვ ლ ა დ მიუღებლად მიგვაჩნია.

ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, ს ო დ ო მ უ რ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს…

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას,
ა რ დ ა უ შ ვ ა ნ აღნიშნული
ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფ რ თ ხ ი ლი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნ უ წ ა ა ხ ა ლ ი ს ე ბ ე ნ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს;
ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას.”

მოკლედ, საპატრიარქო ოფიციალურად გმობს სოდომისტურ ლგბტ პრაიდს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ეს სიბილწე!
და, იმავდროულად, უცხოეთის ელჩებსაც აფრთხილებს, პატივისცემით მოეპყრან ქართველ ერს და ჩვენს ტრადიციებს!

დანარჩენი უკვე ჩვენზეა – ერზე და ბერზე! ეპისკოპოსები თავიანთ მრევლს ქუჩაში გამოიყვანენ, ზნეობის დასაცავად!
დიახ, ჩვენ ასიათასობით გამოვალთ ქუჩაში და არ დავუშვებთ ლგბტ აღლუმებს საქართველოში!
დიდება უფალს!

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com