ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!საპატრიარქოს გიორგი მამალაძის ცოცხლად გამოშვება არ სურს“-თორნიკე მამალაძე

„ ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!საპატრიარქოს გიორგი მამალაძის ცოცხლად გამოშვება არ სურს“-თორნიკე მამალაძე

უკვე  კვირაზე მეტია, რაც  ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დეკანოზის ზიარებას ითხოვენ  და ამის გამო საპატრიარქოსთან აქციებს მართავენ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია. ამის შესახებ მამა ანდრიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება იმას, რომ საპატრიარქოს განცხადება მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით საზოგადების ნაწილმა მუქარად აღიქვა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ასეთი ინტერპრეტაცია სრულიად გადამეტებულია.

„განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხსმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს,

ბრალდებულ გიორგი მასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა. ბრალდებულ  გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე კი აცხადებს, რომ საპატრიარქოს დეკანოზის ზიარება არ სურს და მათ გიორგი მამალაძის სიკვდილი სურთ, სწორედ ამიტომ არ აზიარებენ მას. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის მოთხოვნაა,  ზიარების უფლება მისცენ მსჯავრდებულ დეკანოზს.

“მეხუთე დილა კარავში…

მთელი ღამე წვიმდა. ცელოფანი არ მაქვს გადაფარებული და ვლოცულობდი, რომ კარავში წყალს არ შემოეღწია. არ შემოაღწია, მადლობა უფალს! გუშინწინ პატრიარქი რომ დაბრუნდა იმედი მქონდა რაისაპატრიარქოს ის განცხადება სულ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ჩემი ძმის ცოცხლად გამოშვება არ სურთ. მე  მეგონა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მაგრამ შევცდი. მათი იგნორი და .

ხვალ 10 თებერვალს ორი წელი ხდება, რაც ჩემი ძმა საპყრობილეში ჩააგდეს. დღეს საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, რომ მისი ცოცხლად გაშვება არ უნდათ. ვისაც გული შეგტკივათ მამა გიორგიზე და მის სამ მწირეწლოვან შვილზე, გთხოვთ მოხვიდეთ და ჩვენი ოჯახის გვერდით დგომით მხარი დაგვიჭირეთ. აქცია მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. ჩვენს ოჯახს უბრალოდ გვინდა, რომ ამ სასტიკმა ადამიანებმა დაინახონ რომ მარტო არ ვართ და ჩვენ გვერდით ხალხია. რაც, მთავარია ეს არ იქნება აქცია ეკლესიის წინააღმდეგ, პირიქით, ეს არის პროტესტი საპატრიარქოში მოკალათებული იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეკლესიასაც რეპურაციას ულახავს და მამა გიორგი სასიკვდილოდ გაწირა. აქციას ხვალ კვირას 12 საათზე ვიწყებთ. ხვალ ორი წელი სრულდება, რაც მამაო საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტავ რა იცის ისეთი, რომ მისი დასამარება უნდათ?!”, წერს სოციალურ ქსელში თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, დეკანოზის ძმის საპროტეტო აქციას ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა უპასუხა და განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან საპატრიარქო არაფერ შუაშია. მისივე განცხადებით, თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე აღიარებს რასაც აკეთებდნენ, მის შეწყალებას მხარს დაუჭერს

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com