ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საპატრიარქოს  განმარტება -„ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია“

საპატრიარქოს  განმარტება -„ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია“

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიებში უსახლკაროთა თავშესაფრად მოწყობის თაობაზე იქადაგა.

საპატრიარქოს პრესცენტრის განმარტება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს ხოლმე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები. ასე მოხდა გუშინაც. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია”, – აცხადებს ჯაღმაიძე.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაციები უნებლიეთ ან მიზანმიმართულად ემსახურება ცრუ მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლისთვის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა.

“ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალეატიური ცენტრი, უპოვართათვის სასადილოები. ამ ყველაფრის აფიშირებას ეკლესია არ აკეთებს. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სახელმწიფომ უსახლკაროთათვის თავშესაფარი მოაწყო, ეკლესია თავისი წვლილით ეხმარებოდა ამ სოციალურ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს და მონაწილეობდა ცენტრის ფუნქციონირებაში. თუ ამის მერეც იქნება მსგავსი ინიციატივა სახლმწიფოს მხრიდან, რომ ცალკე მოხდეს ასეთი სახლის ფუნქციონირება, ეკლესია კვლავ მზადაა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არის ელემენტარული რეალობა”, – განმარტავს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატრიარქმა იქადაგა, ეკლესიების კარი ყოველ ღამით გაიღოს უსახლკარო ადამიანების შესაფარებლად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com