ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დეპუტატ აკაკი ზოიძის მიმართ დაწყებულ შემოტევებს ნაციონალური მოძრაობის ჩვეულ ხრიკს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დეპუტატ აკაკი ზოიძის მიმართ დაწყებულ შემოტევებს ნაციონალური მოძრაობის ჩვეულ ხრიკს უწოდებს

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დეპუტატ აკაკი ზოიძის მიმართ დაწყებულ შემოტევებს ნაციონალური მოძრაობის ჩვეულ ხრიკს უწოდებს. მისი თქმით, ნაციონალური მორაობა მართლაც მე5 კოლონის როლს ასრულებს ამ აქციებში. აკაკი ზოიძემაც სწორედ ეს უგულისხმა, როცა აქციის მონაწილეების ნაწილს მე-5 კოლონა უწოდა. “ეს არის ნაციონალების ჩვეული ხრიკი. უნდათ, რომ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობები გააჩინონ ჩვენი გუნდის იმ წევრის მიმართ, რომელიც გამოირჩევა პრინციპულობით და თავისი გაწონასწორებულობით. სრულიად ვიზიარებ ზოიძის შეფასებებს 20 ივნისს დაწყებულ პროცესთან დაკავშირებით და პოზიციას, რომელიც აქციის ორგანიზატორთა ნაწილს ეხება. იმ ნაწილს, ვისაც ვიწრო პარტიული და არა სახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ, დანარჩენი კი უნებლიედ მათ თანამონაწილეებად ჩანან. წლებია საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს ამათ გავრილოვმა გაახსენათ? მანამდე არ იცოდნენ, ახლა რომ გაიღვიძეს?!. სახელი -ანტისაოკუპაციო აქცია, ხელოვნურია და არავითარ დეოკუპაციას არ ემსახურება”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com