ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებული არიან

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებული არიან

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები – მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის“ ბრალდებით დააკავეს.

ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დარეჯან მეფარიშვილი:. „ სააკაშვილის შვილი „ჩერდაკში“ აღარ ცხოვრობს…? სააკაშვილს შევახსენებ რა თანხები გაფლანგა..“

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფლანგულ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com