ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საოკოპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ნიქოზიდან ე.წ. მესაზღვრეებმა მამა დავითი გაიტაცეს

საოკოპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ნიქოზიდან ე.წ. მესაზღვრეებმა მამა დავითი გაიტაცეს

საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი(დურგლიშვილი) დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ეპარქიშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

ეპარქიის წარმომომადგენლები დაკავებულ მღვდელთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com