ახალი ამბები
Home / ანალიზი / სანდრო ბრეგაძე ოთო კახიძეს: „რისი მსროლელი ხარ შე ქათამო!!! მაგ იარაღს გაგიკეთებ ……!!! “

სანდრო ბრეგაძე ოთო კახიძეს: „რისი მსროლელი ხარ შე ქათამო!!! მაგ იარაღს გაგიკეთებ ……!!! “

 

 

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გუშინ, მარჯანიშვილზე გამართულ აქციაზე ირაღით იმყოფებოდა, _ აღნიშნულის შესახებ “პალიტრა ტვ“-მ გაავრცელა კადრები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მართალია კახიძე პარლამენტის წევრია და იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა მარშის მიმდინარეობისას, იარაღის თან ქონის უფლება არ ჰქონდა.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით, ოთარ კახიძემ Facebook-ზე განმარტება გააკეთა.

“=„პალიტრა ტვ“-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი. მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ „გლოკ 19“-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც. ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით, _ წერს დეპუტატი.

„ეროვნულების“ ლიდერიძესანდრო ბრეგაძე ოთო კახიასე პასუხობს:

რისი მსროლელი ხარ შე ქათამო!!! მაგ იარაღს გაგიკეთებ ……!!! შენისთანა ადეიშვილის მოადგილეებს მარტო პატიმრების წამება შეგიძლიათ!!! გამომივიდა აქ ქაქუცა ეს ”კურიცა”!!!იარაღით მოხვედით არა ”მშვიდობიან” აქციაზე,გაისროდი და ჩვენ დაგვაბრალებდი სროლას!!! სისხლი გწყურიათ არა??? პატრიარქმა ზუსტად ეს ბრძანა—სისხლისზღვრას ამზადებენენო!!“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com