ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სანდრო ბრეგაძე: აქციას მაინც ჩავატარებ, დაგვარბიონ, მერე რა…

სანდრო ბრეგაძე: აქციას მაინც ჩავატარებ, დაგვარბიონ, მერე რა…

იუხედავად იმისა, რომ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებს თბილისის მერიამ დღეს აცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვილ დროს აღმაშენებლის გამზირზე სხვა აქცია იმართება და თხოვა, რომ დემონსტრაცია სხვა ადგილზე ან დროს გადაეტანა, აქციის ორგანიზატორები ამ თხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

სანდრო ბრეგაძის თქმით, მერიას მათთვის ლოკაციის შეცვლის მოთხოვნის არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მერიას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია იმისა, რომ ჩვენ აგვიკრძალოს აქციის ჩატარება. თუ დაგვარბევენ 7 ნოემბრის პიარზე მოსული ხელისუფლება, დაე დაგვარბიონ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარემ, სანდრო ბრეგაძემ.

“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირზე 18:00 საათიდან გეგმავენ შეკრებას.

ცნობისთვის, დღეს აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველო“ აქციას – „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“- ს მართავს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com