ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სანდრა რულოვსი:„ოცნების“ კრიმინალები და ზონდერები თავს მესმიან“ (ვიდეო)

სანდრა რულოვსი:„ოცნების“ კრიმინალები და ზონდერები თავს მესმიან“ (ვიდეო)

 

სანდრა რულოვსი ზუგდიდში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას ზონდერები  თავს დაესხნენ:

„დღეს დილით ვიმყოფებოდით ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში. აქვე იყო ტელეკომპანია ოდიშის გადამღები ჯგუფი. უნდა ჩაგვეწერა არაპოლიტიკური გადაცემა. ჩემთან ერთად უნდა ესაუბრათ ნიკა ვაჩეიშვილს და ბაჩანა შენგელიას. ამ დროს თავს დაგვესხა ” ოცნების” ზონდერების ჯგუფი. იყვნენ ძალიან აგრესიულები, გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გვიწვევდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში. ისინი ფიზიკურად დაესხნენ თავს ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის ჟურნალისტებს. ჩვენ არ ავყევით ამ პროვოკაციას. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა დაგვიანებით, მას მერე , რაც ზონდერებმა დატოვეს ტერიტორია. ჩვენ მოვითხოვთ ამ დანაშაულზე ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას და დამნაშავეების დასჯას. ასეთები არცხვენენ ზუგდიდს და არცხვენენ საქართველოს.“

 ასევე დღეს სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოში მივიდა რასაც ხმაური და აურზაური მოჰყვა.

„ზუგდიდის საკრებულოში მისვლა მანამდე დავგეგმე, ვიდრე დადიანების სასახლის ბაღში „ოცნების“ ზონდერები დაგვესხმებოდნენ თავს. საკრებულოში ჩვენს ფრაქცის უნდა დაეყენებინა ზუგდიდში ია კერზაიას სახელობის სკვერის მოწყობის საკითხი. მივედი, მინდოდა დავსწრებოდი ამ საკითხის განხილვას. საკითხის დაყენებას მოჰყვა ხმაური „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, იქვე იყო გია დანელია. სწორედ საკრებულოს ამ წევრის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა დღეს და მე მას დავუსვი შეკითხვები ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გამოძიება და გვითხრას – რას ნიშნავს ეს ჩანაწერი? ვინ და რატომ ლაპარაკობს საარჩევნოდ ‘ზევიდან“ გაცემულ დანაშაულებრივ დავალებებზე?“-სანდრა რულოვსი.

www.facebook.com/RoelofsSandra/videos/1028416337548192/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com