
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი „რუსთავი2“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ხელფასი არ გაზრდილა და არ აკმაყოფილებს 4900 ლარი, ამ დროს ხალხმა როგორ იარსებოს და როცა თვიდან თვემდე თავი როგორ გაიტანოს არ იცის, მართლა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
„არ იზრდება, [ხელფასები] სამწუხაროდ. 4900 ლარია ჩემი ხელფასი. აქ არ არის საქმე, მე რამდენად მაკმაყოფილებს, მე ბიზნესიდან მოვდივარ, შესაბამისი დანაზოგი მაქვს, შეგიძლიათ, ჩემი დეკლარაცია ნახოთ, ეგ იმდენად დრამატული არ არის. აქ პრინციპზეა საუბარი. ჩვენ ხომ იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომელი მინისტრი რა დანაზოგით მოდის, ჩვენ უნდა შევხედოთ ასე სიტუაციას, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება მოვიყვანოთ ახალგაზრდა, ძალიან გონიერი, ძალიან უნარიანი ადამიანები. როგორ მოვიზიდოთ ისინი? გაგვიჭირდება რომ მოვიზიდოთ დაბალი ხელფასით, იმიტომ, რომ კერძო სექტორი ადამიანებს სთავაზობს აბსოლუტურად სხვა ნიშნულს…“-აცხადებს ივანე მაჭავარიანი.