ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სამშობლო იყო მისი უმთავრესი სალოცავი-სულ სანთლები ჰქონდა ანთებული და დაჩოქილი ლოცულობდა“

„სამშობლო იყო მისი უმთავრესი სალოცავი-სულ სანთლები ჰქონდა ანთებული და დაჩოქილი ლოცულობდა“

ზა ადამია. 22 წლის .მარტვილის რაიონიდან….უსაზღვროდ მორწმუნე იყო აზა. ღამით, აზას ფანჯარაში რომ შევიხედავდი, სულ სანთლები ჰქონდა ანთებული, და დაჩოქილი ლოცულობდა. სამშობლო იყო მისი უმთავრესი სალოცავი! გამოსვლები რომ დაიწყო სულ სასახლესთან იდგა, მეც იქ უნდა ვიდგეო! 28 მარტს რომ წავიდა თბილისში, მას მერე ჩემი შვილი აღარ მინახავს. იმ ღამეს 11 საათზე მობრუნებულა სახლში და ისევ რომ გარეთ გამოსულა, დიასახლისს უკითხავს:-სად მიდიხარო? როცა გაუგია, რომ რუსთაველზე აპირებდა წასვლას, დიასახლისს შეშფოთებით უთქვამს: – შვილო, არ წახვიდე, რამე არ შეგემთხვესო.– მერე რა, ასეც რომ მოხდეს, თუ შევეწირებით, ჩვენს საქართველოს შევეწირებითო –უპასუხნია. მოგვიანებით, „9 აპრილის“ საზოგადოების წევრებმა მითხრეს: – რამდენი ვეხვეწეთ, წადით, ქალები, წადით – ფეხი ვერ მოვაცვლევინეთ ადგილიდანო. ჩემი გოგოს ამბავი რომ ვიცი – ის იქედან არ წამოვიდოდაო!დედა – ჟუჟუნა ადამია.

რიგოლი ბასილაიაქართული კინო უკვდავია
8h  · 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...