ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სამეფო კლუბი 7 წლის უფლისწულის გამეფებას გეგმავს

სამეფო კლუბი 7 წლის უფლისწულის გამეფებას გეგმავს

 

სამეფო კლუბი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას იწყებს. პირველ ნაბიჯად კი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით-ბაგრატიონ მუხრანელის ვაჟის, 7 წლის გიორგი ბაგრატიონის გამეფება და მის სრულწლოვანებამდე ქვეყნის მართვისთვის რეგენტთა საბჭოს შექმნა იგეგმება. კონსტიტუციური მონარქიის იდეა სამეფო კლუბმა  საზოგადოებას სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე  გააცნო.

სამეფო კლუბის წევრები აცხადებენ, რომ მეფე მაგალითი უნდა იყოს, დავით-ბაგრატიონ მუხრანელმა კი მეფობის შანსი დაკარგა.მათი თქმით, “დაზიანებულ კანდიდატს” საზოგადოებას არ შესთავაზებენ. ამის შესახებ მათ რუსთავი 2-თან ისაუბრეს.

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უფლიწულს, რომელიც არსებობს, ის უნდა აღიზარდოს ერის მსახურად, რომ მოემსახუროს ერს  და ერი უყვარდეს, როგორც პატრიოტი, შემდგომ თუ ის შეუხლდება რომელიმე დინასტიის წარმომადგენელზე, ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი დინასტია”,-განაცხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ

კლუბში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამეფო ადმინისტრაციაც უნდა შეიქმნას და მისი საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდეს

არარსებულ სამეფო კარის გარემიცვას იმედი აქვს , რომ მეფე იქნება “ისტორის წარმომადგენელი” და არ იქნება დაპირისპირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ერთ-ერთი წევრი ირაკლი დათუკიშვილი კი ამბობს, რომ მეფე უნდა იყოს მართლმადიდებელი, უნდა ჰქონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი და მაგალითს აძლევდეს ხალხს.

როგორც ერეკლე მეფეს, მაგალითად, ექიმმა რჩევა მისცა, რომ ქათმის ბულიონი მიეღო და რას ამბობო, ქათმის ბულიონი რომ მარხვაში შევჭამოო, ხალხისთვის რა მაგალითი იქნებაო. აი, ასეთი მაგალითებით”, — ამბობს დათუკიშვილი.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილი ქმარი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშულა. გარდა ამისა, მან დავით-ბაგრატიონ მუხრანსკის სასამართლოში უჩივლა ქონების გაყოფის მოთხოვნით.

ასევე, ითხოვდა დნმ-ის ანალიზს იმის დასამტკიცებლად, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანსკმა გვარი მიითვისა და ის სამეფო კარის წარმომადგენელი არ არის. ამ საქმის წარმოება სასამართლომ შეწყვიტა.

წყარო: „ფორუნა“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com