ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ სალომე შეიწყალე დეკანოზი- მამაოს უბრალოდ არ შეეძლო ცუდის არა თუ გაკეთება, არამედ გაფიქრებაც კი!“

„ სალომე შეიწყალე დეკანოზი- მამაოს უბრალოდ არ შეეძლო ცუდის არა თუ გაკეთება, არამედ გაფიქრებაც კი!“

#სალომეშეიწყალედეკანოზი
„მე-2-ე კურსის სტუდენტი ვიყავი მაშინ. ბათუმში ვსწავლობდი. ერთ ძალიან კარგ ოჯახში ვცხოვრობდით მე და ჩემი მეგობარი  სალომე, ერთი პატარა თოჯინა გვყავდა ნიაკო, რომელიც მუდამ გვართობდა და გვახალისებდა. ხუჭუჭა თმებით და საოცარი თვალებით.
ერთხელაც ამ ოჯახმა სახლი აკურთხა და აქ გავიცანით პირველად მამა გიორგი,  წმ.ბარბარეს ტაძარი იყო ახლოს ჩვენთან და მამაოც იქ მსახურობდა.
ძალიან მოკრძალებული და დინჯი ადამიანი გახლავთ ის. სახლის კურთხევის შემდეგ სუფრას რომ მივუსხედით, აქ გამოვლინდა მისი ხასიათი. წირვასაც რამდენჯერმე დავესწარი და ამის მერე გადავწყვიტე სწორედ ის ამეყვანა მოძღვრად.
ვინც მამაოს იცნობს, მის ლოცვას დასწრებია, მოუსმენია მისი გალობა, დამეთანხმება, რომ ეს საოცარი რამ არის!..
მამაოს უბრალოდ არ შეეძლო ცუდის არა თუ გაკეთება, არამედ გაფიქრებაც კი!
თუ არ ვცდები, 29 იანვარი იყო, 2017 წელი. მე და ჩემი სულიერი ძმა მამაოს სანახავად ჩავედით ბათუმში. ბოლო დღეებში აკვიატებული მქონდა, უნდა მენახა და კურთხევა ამეღო თბილისში მოძღვრის აყვანაზე. მიმდინარე კვირას დავრეკეთ მასთან და გავარკვიეთ, რომ ბათუმში იმყოფებოდა და შაბათს შევძლებდით მის ნახვას, თუმცა საკათედრო ტაძარში მისვლისას სტიქაროსნებმა გვითხრეს, რომ შაბათ დღეს ის ტაძარში არ იყო და საერთოდ, შეიძლებოდა ვერც მოსულიყო, რადგან თბილისში იყო გადასული, საპატრიარქოში და ხშირად ვერ ახერხებდა ბათუმში ჩამოსვლას. ეს მაშინ ძალიან გამიხარდა, რადგან მეც თბილისში ვცხოვრობდი უკვე და არ მომიწევდა სხვა მოძღვრის აყვანა. ისიც კი გავიფიქრე, – რამდენი დრო დამიკარგავს მეთქი, – და წამიერად გულიც დამწყდა, რომ მას ვერ ვნახავდი აქ,ამ დღეს.
დემნამ სტიქაროსანს დასაზუსტებლად უთხრა, რომ ჩვენ დავრეკეთ და მან გვითხრა, რომ აქ იქნებოდა შაბათს. რის მერე, მათაც გადაურეკეს მამაოს და აღმოჩნდა, რომ ის გზაში იყო, მოდიოდა ჩვენს სანახავად. მან იცოდა საიდან მოვდიოდით ჩვენ და ის ჩვენს დასალოცად ჩამოვიდა შაბათ დღეს, საკათედროში ქობულეთიდან ბათუმში! ეს ხომ თითქოს ჩეულებრივი ამბავია?!.
მახსოვს, თოვლი იყო, იმდენად დიდი, რომ მე ავტობუსით ვერ დავბრუნდი თბილისში და მატარებლით ვიმგზავრე. მამაო კი ასეთ ამინდში გამოგვეცხადა საკათედრო ტაძარში! ეს დღე ჩვენთვის იყო დღესასწაული, სიმბოლური. დალოცვილები, მადლიანები გამოვბრუნდით ტაძრიდან. რა თქმა უნდა ამ დღეს აღსარებას ვერ ჩავაბარებდით, რადგან ამისთვის სათანადოდ მომზადებულები არ გახლდით, მაგრამ ვისაუბრეთ და ემოციებით ავივსეთ.
ჩემი თბილისში დაბრუნებდან მერე, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ვფიქრობდი წინასწარ დამერეკა და გამეგო სად იყო, რომ მის ლოცვას დავსწრებოდი. ამ დროს გავიგე ის საშინელი ამბავი რაც 2 წელია გრძელდება.
მე მეამაყება, რომ ვიცნობ ამ ადამიანს, რომ ის იყო და არის ჩემი მოძღვარი, და ბევრისგან განსხვავებით, მასსა და მრევლს შორის არ იყო ფანატიკური დამოკიდებულება. იყო უშუალო, დინჯი, რეალური და დისტანციური. მე მჯერა, ის ისეთივე დაგვიბრუნდება!
ვიცი, ამას თვითონ არ მომიწონებდა, მაგრამ მე მინდა მას იცნობდეთ და გჯეროდეთ, რომ ის ვერ იქნება დამნაშავე!“

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com