ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილს რეჟისორმა გოგა ხაინდარავამ 15 000 ლარი და პატარკაციშვილის ოჯახმა 180 000 ლარი შესწირა

სალომე ზურაბიშვილს რეჟისორმა გოგა ხაინდარავამ 15 000 ლარი და პატარკაციშვილის ოჯახმა 180 000 ლარი შესწირა

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 180 000 ლარი შესწირა.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ახალი ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილის სასარგებლოდ შემოწირულება ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა განახორციელეს. როგორც ნათელა პატარკაციშვილს, ისე მზია თოთლაძესა და ნანა პატარკაციშვილს ზურაბიშვილისთვის ცალ-ცალკე, 60-60 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულება კიდევ ათეულობით ფიზიკური პირისგან მიიღო, მათი უმეტესობა მსხვილი შემოწირულებაა – 10 ათასიდან – 60 ათას ლარამდე.

ზურაბიშვილის შემომწირველებს შორისაა „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა – 30 000 ლარით და რეჟისორი გოგა ხაინდარავა 15 000 ლარით.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

როგორ „დააწერა“ ბიზნესი ხაზარაძემ ანზორ ქოქოლაძეს- „ელიტ-ელიტრონიქსი“10 მილიონ დოლარად გადაიფორმა

„დიახ, 10 მილიონი დოლარი მილიონ ნახევრად გადაყიდა, ანუ, გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თი ბი სი“ ბანკმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com