⭕ LIVE ➤ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია
Posted by TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews on კვირა, 16 დეკემბერი, 2018
კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი: – მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.