ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ 10 თვეში მივლინებებში 1 417 534 ლარი დაიხარჯა

სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ 10 თვეში მივლინებებში 1 417 534 ლარი დაიხარჯა

გაპრეზიდენტებიდან 10 თვის განმავლობაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ 2019 წლის 10 თვეში მივლინებებში ერთი მილიონ 400 000 ლარზე მეტი დახარჯა. სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა. 10 თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული, რაშიც 1 417 534 ლარი დაიხარჯა. უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯები 341 800 ლარს შეადგენს.

ამ დროს უშუალოდ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯი 144 616 ლარს შეადგენს, ადმინისტრაციის დანარჩენმა თანამშრომლებმა კი, აშშ-ში, ამავე ვიზიტის პერიოდში, 131 845 ლარი დახარჯეს. აშშ-ის შემდეგ ყველაზე მოცულობითი თანხა პრეზიდენტმა და მისმა ადმინიტრაციამ საფრანგეთში, პარიზში ვიზიტისას დახარჯეს (85 297.45 ლარი). ყველაზე მცირე თანხა კი დანიაში, კოპენჰაგენში ერთდღიანი ვიზიტისას დაიხარჯა და ის 2 279 ლარს შეადგენს. ოგეხსენებათ , რომ ეს ხარჯები 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com