ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილი: „ჯანრი მეძახდა ბუმერანგს – შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო, მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში არაერთხელ“(ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: „ჯანრი მეძახდა ბუმერანგს – შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო, მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში არაერთხელ“(ვიდეო)

პრეზიდენდობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი შეხვედრა ამომრჩეველთან სპორის სასახლეში შედგა.

მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, აქტივისტებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა ამ კამპანიის დროს, ამ ძალიან ცუდ და ზოგჯერ, ძალიან ბინძური კამპანიის დროს. მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის ალბათ არ იყო მარტივი, რომ სხვა კანდიდატისთვის დაგეჭირათ მხარი, ასე აქტიურად. კანდიდატი, რომელიც თქვენი პარტიის წევრი არ იყო, თქვენი პარტიიდან არ იყო გამოსული. მინდა, არამხლოდ მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის, ამით ქართულ დემოკრატიაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით. მინდა, მადლობა მოგახსენოთ ამ ბოლო დღეებისათვის, როცა იქნება კიდევ უფრო ძნელი და ალბათ, ასევე არაპირდაპირი და არასუფთა ბრძოლა. ვიცით, როგორ მიდის ამ ბრძოლაში ჩვენი ზოგიერთი კონკურენტი და ამიტომ არაფერი გაგვიკვირდება. გავივლით ამ დღეებსაც და გავივლით გამარჯვებით. ამაში დარწმუნებული ვარ. დავითვალე, ეს არის ჩემი 99-ე გამოსვლა. მოვიარეთ რეგიონები. ერთმა კონკურენტმა დაითვალა 40 000 კილომეტრი, არ ვიცი, როგორ შეძლო, იმიტომ, რომ ჩვენ მოვიარეთ 14 200 კმ და არ გავჩერებულვართ. ასე, რომ არ ვიცი, როდის დადიოდა ის, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ვიცი, რომ აქ ბევრნი არიან, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. რომლებიც შეიძლება იქ ვნახე და უკვე მომისმინეს. დღეს აქ არიან და მინდა ორმაგად მადლობა გადაგიხადოთ იმიტომ, რომ რეგიონებში ბრძოლა კიდევ სხვა რამე არის. მინდა გითხრათ ის, რაც ადგილზე გითხარით, რომ ხვალინდელი საქართველო რეგიონებში შენდება. რეგინების წამოწევის გარეშე ხვალინდელი თანამედროვე საქართველო ვერ იქნება. მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც სასახლიდან გავა და ჩავა რეგიონებში. თქვენთან ერთად რეგიონებში ვეცდებით, რომ მოვნახთ ის ახალი გზები, ინიციატივები რომელიც იქნება სათავეში იმ გაცოცხლების, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და მომავლისთვის აუცილებლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის განმარტებით, ის ქვეყანაში გამარჯვებისათვის იმედიანად დაბრუნდა.

„მე მჯერა არამხოლოდ რეგიონების, მე მჯერა ამ ქვეყნის, მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში და დავბრუნდი არაერთხელ. სულ ვბრუნდები. ჯანრი მეძახდა ბუმერანგს – შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო. დავბრუნდი იმიტომ, რომ მჯერა ამ ქვეყნის. დავბრუნდი სრულყოფილად, ანუ მივატოვე საფრანგეთის მოქალაქეობა, რაზეც ვფიქრობ, რომ არ იყო მარტივი, რადგან ძალიან ბევრი სამადლობელი მაქვს საფრანგეთისათვის. ყველაფერი ის, რაც გაკეთდა საქართველოსთვის საფრანგეთის მიერ და ასევე კეთდება დღეს. მე ძალიან ბევრი ახლანდელი ემიგრანტი ვიცი თუ რამდენ დახმარებას იღებენ თუნდაც ჯანდაცვის კუთხით. ზოგიერთი არალეგალურად ჩადის და მაინც იღებს ძალიან სერიოზულ დახმარებას. ამიტომ, ამისათვის მადლობელი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com