ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან

 სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან

 პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციიდ  ვიზიტის ფარგლებში  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველო – ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დეპუტატი   ბექა ოდიშარია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com