ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილი საკუთარი გუნდის დაკომპლექტებას იწყებს

სალომე ზურაბიშვილი საკუთარი გუნდის დაკომპლექტებას იწყებს

უკვე არჩეული  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარი გუნდის დაკომპლექტებას იწყებს.

ცნობილი ხდება, რო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი საარჩევნო შტაბიდან  სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე პირის გადაყვანას გეგმავს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი  საკუთარ გუნდში მოიაზრებს: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ახა სამხარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი სიმონ პეტრედისი. აღნიშნული პირები საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდნენ, მათ შორის უშუალოდ კახა სამხარაძე რამდენიმე თვის განმავლობაში შტაბს ხელმძღვანელობდა.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ახა სამხარაძისთვის რეგიონების მცხოვრებლებთან ურთიერთობის მიმართულების, სიმონ პედრედისისთვის კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის საკითხების ჩაბარებას გეგმავს.

აღნიშნულმა პირებმა „ინტერპრესნიუსთან საუბრისას “ განაცხადეს,რომ  ამასთან დაკავშირებით,  მათ სალომე ზურაბიშვილისაგან შემოთავაზება ჯერ არ მიუღიათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია  „ინტერპრესნიუსთან საუბრისას აცხადებს, რომ “ მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში, ეს საკითხი არა მან, არამედ პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს.

„თქვენ იცით, რომ ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი. ამიტომ ასეთი რამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს, ალბათ, უფრო პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. როდესაც მისმა უწმინდესობამ 2010 წელს დამნიშნა თავისი ფონდის ხელმძღვანელად, მაშინ ვთქვი, რომ არც ჩემი ნებით დავნიშნულვარ და ჩემი ნებითაც არ წავალ. ეს მისი უწმინდესობის გადასაწყვეტია,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე კი აცხადებს, რომ შემოთავაზება ოფიციალურად ჯერ არ ყოფილა და ამაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

სიმონ პეტრედისი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი მეგობარია და სადაც დასჭირდება, იქ დაეხმარება.

„ჩემთვის არ უთქვამს თვითონ სალომეს არაფერი და ვნახოთ. მე საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ და რაც იქნება ვნახოთ. მე ვმეგობრობ სალომესთან და სადაც დავჭირდები, რა თქმა უნდა, იქ მივეხმარები,“ – განაცხადა სიმონ პეტრედის.

წყარო:„ინტერპრესნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com