ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილი: „კანაფის ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ და არასდროს ვიქნები“

სალომე ზურაბიშვილი: „კანაფის ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ და არასდროს ვიქნები“

სალომე ზურაბიშვილი: „კანაფის ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ და არასდროს ვიქნები“

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის კულტურის სახლში ამომრჩეველს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო კამპანია გააცნო და ყურადღება ენის საკითხზე გაამახვილა.

მისი თქმით, ის იქნება ყველა უმცირესობათა ენების ლობისტი და დამცველი, რადგან ეს არის ბალანსი, ტოლერანტობა, რაც საქართველოს ძალას წარმოდგენს.

“დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც 6 წლის შემდეგ მანდატი დამიმთავრდება ჩამოვალ და ქართულად დაგელაპარაკებით. მე ვიქნები იდენტობისა და ენების დამცველი. ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მის შვილებს თავისი ენა ასწავლოს, თუმცა ჩვენ ერთი სახელმწიფოს წევრები ვართ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასვე მან ხაზი გაუსვა ინტეგრაციის მნიშვნელობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტეგრაცია თანასწორობისათვის. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ასევე გამოეხმარურა კანაფის შესახებ ინიციატივას და განაცხადა, რომ ის არ არის და არასოდეს იქნება ლეგალიზაციის მომხრე.

“მე არ ვარ და არასოდეს ვიქნები ლეგალიზაციის მომხრე. მე ვარ დედა და ამიტომ ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხთან დაკავშირებით და სრულად ვიზიარებ ამ კუთხით მათ მწუხარებას. შეიძლება ეს სხვანაირად იყოს გაგებული ახალგაზრდების მიერ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი სწორედ ახალგაზრდები არიან. ჩვენ ვალდებული ვართ, ხანდახან დავიცვათ ისინი საკუთარი თავისგან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com