ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილი: „კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა, და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?!“(ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: „კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა, და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?!“(ვიდეო)

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ საააკაშვილის გიჟურ ახირებებს 2008 წლის აგვისტოს ომის და ტრაგედია მოჰყვა:

თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ: – როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები – “კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე  სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საუკუნეებია საქართველოს მტერი  კვლავ უცვლელია და ეს არის რუსეთის იმპერია.

„ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ოკუპანტი, აგრესორი, იმპერიალისტი უნდა დავძლიოთ არა იმით, რაც არ გვაქვს – ანუ სამხედრო ძალით, არამედ უნდა დავძლიოთ ჭკუით და ერთად დგომით. სიძულვილი, რაც ქვეყანაშია და რომელიც ჩემზეც წამოვიდა, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის.მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ტკივილი გმირების საფლავებთან. მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი წლების მანძილზე. ბოლო ერთი საუკუნე, დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით, მაგრამ არა დამთავრებულით, რამეთუ ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე. ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს დღევანდელი, გუშინდელი დღე – სანამ არ იქნება საქართველო გაერთიანებული-, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე

"შენს მოსახლეობაზე დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? უგუნურება თუ გარიგება მტერთან?" – სალომე ზურაბიშვილივრცლად: https://bit.ly/2MgQkS9ვიდეო: იბერია TV

Posted by ლიბერალი / Liberali on ოთხშაბათი, 08 აგვისტო, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ხალხს სათესლე მასალა შემოეჭამა,500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში „ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500 ლარიანი ...