ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშბილი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აზერბაიჯანის და საქართველოს პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთეს.

„ვისაუბრეთ ყველა დარგზე და ყველა მიმართულებაზე, რაც ჩვენს ორ ქვეყანას აერთიანებს, ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა. ჩვენ გეოგრაფიულად ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ დაგვაახლოვა. ბოლო საუკუნეების მანძილზე ერთად გავიარეთ წარმატებები, ტრაგედიები, ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ესეც გვაერთიანებს, რომ ეს განსაცდელი ერთად გავიარეთ და ვიცით, რა ფასი აქვს, იმას, რომ მაინც წინსვლა, სახელმწიფოს მშენებლობა, ეკონომიკის, კულტურისა და იდენტობის განვითარება გააგრძელო და ჩვენ ამ ყველაფერში ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ. ისიც გავიზიარეთ, რომ გასულ საუკუნეში და ამ საუკუნის დასაწყისში მართლაც, შევძელით, რომ ძალიან მასშტაბური პროექტები განგვეხორციელებინა და ეს არის ის შარმი, რითიც ჩვენ მსოფლიოში შევდივართ. ენერგეტიკაში ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება გაიარო, არის სტაბილური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციები სწორედ ამიტომ ჩაიდოს“, -აღნიშნასალომე ზურაბიშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით,საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს.

„ჩვენი მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ურთიერთობებს კარგი მომავალი გააჩნია. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს გვერდით ედგნენ და ყოველთვის მეგობრულ, ძმურ ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. ეს ურთიერთობები ჩვენი სახელმწიფოებისთვის დღესაც მეტად მნიშვნელოვანია. ამ ძლიერ ფუნდამენტზე დამყარებულ ურთიერთობებზე ჩვენ ვაგებთ ახალ ურთიერთობებს და ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში. ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები, კონსულტაციები. საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს“, – განაცხადა ალიევმა.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში,ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com