ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილი: „დებატებში ვიწვევ შავი ძალის ორ სახეს “(ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: „დებატებში ვიწვევ შავი ძალის ორ სახეს “(ვიდეო)

 

„მოგესალმებით! როგორც ყველა ხართ მოწმე, ეს საარჩევნო კამპანია ვითარდება, როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. მისთვის დამახასიათებელია სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება და, სამწუხაროდ, ეს ლახავს საქართველოს სურათს. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ის ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყნისადმი, რომელიც წარმოადგენს ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს.ამ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში, წარმომადგენლებთან იმ შავი ძალისა, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან. მაგრამ ბევრი ვიფიქრე და იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას, ამომრჩეველსა და საარჩევნო ვითარებას პატივს ვცემ, გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და ამ დებატებში მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში მივიღებ. მე დავაფიქსირებ ჩემს სიმართლეს, ჩემს პოზიციებს და ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში”.

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018

 

სალომე ზურაბიშვილი გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად."

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

როგორ „დააწერა“ ბიზნესი ხაზარაძემ ანზორ ქოქოლაძეს- „ელიტ-ელიტრონიქსი“10 მილიონ დოლარად გადაიფორმა

„დიახ, 10 მილიონი დოლარი მილიონ ნახევრად გადაყიდა, ანუ, გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თი ბი სი“ ბანკმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com