ახალი ამბები
Home / Uncategorized / სალომე ზურაბიშვილი:„ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, მაგრამ ჩვენ მეორე სახელმწიფო ენა გაგვაჩნია, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, ეს ეხება აფხაზეთს“

სალომე ზურაბიშვილი:„ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, მაგრამ ჩვენ მეორე სახელმწიფო ენა გაგვაჩნია, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, ეს ეხება აფხაზეთს“

“ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, მაგრამ ჩვენ მეორე სახელმწიფო ენა გაგვაჩნია, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. ეს ეხება აფხაზეთს. მე, 26 მაისის გამოთქმული სიტყვის შემდეგ მივიღე რეაქცია ე.წ. იქაური მთავრობისგან, რომ არ მიმდინარეობს რუსიფიკაცია. ეს ძალიან კარგია, რომ ჩათვალეს, რომ რეაქცია საჭირო იყო. ეს არის ნიშანი, რამდენად მართალია მძიმე ანალიზი მძიმე მდგომარეობის. აფხაზურე ენა არის ასევე ჩვენი დასაცავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალბათ,დღეს საქართველოში უფრო მეტი ადგილია, სადაც ისწავლება აფხაზური ენა, ვიდრე თვით აფხაზეთში”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

, როგორც საქართელოს პრეზიდენტისთვის და როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა. მისი პოპულარიზაცია, გაძლიერება – ასევე ჩემს ვალდებულებებში შედის და ეს ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა და დიდად საამაყოა, რამეთუ ენა სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არა მხოლოდ ერთ-ერთი, ალბათ მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელშიც შედის მოსახლეობა, ტერიტორია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იქნება და ამდენად ენა არის მთავარი გამაერთიანებელი სახელმწიფოში, საზოგადოებაში და ამიტომ არის ჩვენთვის, ყველასთვის, ასეთი ერისთვის მნიშვნელოვანი. ერისთვის, რომელმაც გამოიარა ამდენი გამოწვევა საუკუნეების განმავლობაში და შეინარჩუნა თავისი ენა, არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ შეძლო და შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე მრავალი ენა. ამის მიუხედავად, არ დაკარგა არც ერთიანობა, არც თავისი გამაერთიანებელი ტრადიციები და კულტურა, რადგან მეორე მთავარი ნიშანი ენის არის ის, რომ ის არის კულტურის მატარებელი. ენის გარეშე არც კულტურა არ არსებობს. როცა ენა ქვეითდება, კულტურაც ასევე ქვეითდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ჩვენი დიასპორისთვის ენა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორა ჩართული იყოს ამ ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკაში, რომ დიასპორა ინტეგრირებული იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს, მისი ჩართულობა ქვეყანაში და მის ცხოვრებაში დამოკიდებულია ენაზე. თუ ენა დაიკარგა, ის დიასპორა იკარგება და ნელ-ნელა მისი ინტეგრაცია ხდება სწორედ იმ ქვეყანაში , რომლის ენაც მან იცის. ამიტომ არის ამდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ განვავითაროთ ყველა ის დისტანციური სწავლება და ყველა ის საშუალება, რაც ჩვენს დიასპორას შეუნარჩუნებს ენას, როგორც მშობლიურს. არ ვამბობ, რომ სხვა ენები სრულყოფილად არ უნდა ისწავლონ, პირიქით, უნდა გახდნენ ამით სხვა ქვეყნებთან მიმართებით ხიდები, მაგრამ თავიანთი ენის შენარჩუნებით. მშობლიური ენა არის საყრდენი სწორედ მათი იდენტობის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც ქართული, ასევე სხვა ენები არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

„ ჩვენ წინაშეა ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ ძალიან სასიხარულო გამოწვევა, იმიტომ, რომ ძალიან მდიდარია ქართული ენა და ქართული ენით ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება”,, დღეს ეს გამოწვევა მთელ მსოფლიოში არსებობს. ყველა ენა არის მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ ის სიმდიდრე, რაც ენას გააჩნია, ვიტყოდი, რომ ყველგან შეტევის ქვეშაა. დღევანდელი ტექნოლოგიები იქნება, გლობალიზაცია თუ სხვადასხვა მოვლენა, გავლენას ახდენს სწორედ ენაზე და ამდენად კულტურაზე. ენა არის სახელმწიფოსთვის, თავის საზღვრების გარეთ ერთგვარი დროშა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„დღეს ეს გამოწვევა მთელ მსოფლიოში არსებობს. ყველა ენა არის მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ ის სიმდიდრე, რაც ენას გააჩნია, ვიტყოდი, რომ ყველგან შეტევის ქვეშაა. დღევანდელი ტექნოლოგიები იქნება, გლობალიზაცია თუ სხვადასხვა მოვლენა, გავლენას ახდენს სწორედ ენაზე და ამდენად კულტურაზე. ენა არის სახელმწიფოსთვის, თავის საზღვრების გარეთ ერთგვარი დროშა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურა განცხადებით, ტენდენცია გაგრძელდება, რომლის თანახმადაც ქართული კულტურისა თუ ლიტერატურის უცხოეთში გატანა შესაძლებელი იქნება, რათა “უფრო მეტად გავხდეთ ევროპული სივრცის სრულყოფილი ნაწილი სწორედ ამ კულტურით”.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვაშაძე-სააკაშვილ-პუტინის შეხვედრა-რატომ მალავდნენ ნაციონალები ვიდეომასალას? (ვიდეო)

https://for.ge/view/177231/kadrebi-romelsac-nacmoZraoba-didxans-malavda-video.html?fbclid=IwAR2daYNl-akwRP-5tCpAZkyfW6BqbOSGVaSu8uJg8Cpp4SkB9HlpfSgElII კადრები, რომელსაც ნაც.მოძრაობა დიდხანს მალავდა! (ვიდეო) https://for.ge/view/177231/kadrebi-romelsac-nacmoZraoba-didxans-malavda-video.html?fbclid=IwAR2daYNl-akwRP-5tCpAZkyfW6BqbOSGVaSu8uJg8Cpp4SkB9HlpfSgElII   Share

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com