ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღე (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღე (ვიდეო)

პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღე ჟურნალისტებთან განცხადებით დაიწყო:

„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც მიყურებს პირველ დღეს ათონელის სასახლეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვიმყოფები. ვიცი, რომ ყველაფერი არ არის ჯერ იმ ფორმატში და დასრულებული, როგორიც რამდენიმე კვირასა თუ თვეში იქნება, მაგრამ უკვე გვაქვს საშუალება, ამ ფლიგელებში დავიწყოთ მუშაობა. იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ პირველ ეტაპზე, გარემოს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ”, განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც მედიასაც მიმართა.

„აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა მოსაზრება, რომ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა. შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – off the record (ჩაწერის გარეშე) საკითხებზე, რომელიც საჭიროა, რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, გახდეს იმწამსვე საჯარო ინფორმაცია. ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ჩემი პრესკლუბი ერქვა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE ⭕☑ გაერთიანებული ოპოზიცია-„გვაქვს სხვა ლიდერების დაკავების მოლოდინი“ველისციხეში განვითარებული მოვლენები-გაგრძელდება თუ არა დაკავებებიდავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყოეს და სხვა ამბები საინფორმაციო გამოშვებაში ეთუნა ინწკირველთან ერთად 18 დეკემბერი, 2018 წელი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 18 დეკემბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com