ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სალომე ადეიშვილი:„უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო, კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ” -გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო

სალომე ადეიშვილი:„უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო, კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ” -გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო

ყოფილმა პროკურორმა Facebook-ზე საჯარო პოსტი გუშინ, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სალომე ადეიშვილი საუბრობს უწყებაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნეპოტიზმზე, პროკურორების დამოუკიდებლობაზე და კონრეტულ საქმეებზე კონკეტული პირების მიერ “დავალებაზე”, შერჩევით სამართალზე, სექსუალურ შევიწროებაზე და ა.შ.

ყოფილი პროკურორი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ “პატრონის” და “ჩალიჩის” გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით)”.

“იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;

იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაყწვეტილებაზე წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს’

[…] იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ”, – წერს ის.

სალომე ადეიშვილი საქმეები უსამართლო გადანაწილებაზე, ასევე, სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც საუბრობს.

“იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ”, – წერს ყოფილი პროკურორი.

_______________________

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა. როგორც ის ამბობს, პროკურატურაში იყო სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა პრობლემები.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com