ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საკმარისია თუ არა საარსებო მინიმუმი 188 ლარი?

საკმარისია თუ არა საარსებო მინიმუმი 188 ლარი?

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2.1 ლარით გაიზარდა. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი საქსტატმა 176.9 ლარით განსაზღვრა.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 256.8 ლარია, სამსულიანის 288.9, ოთხსულიანის კი 321 ლარი.

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის განსაზღვრულია 361.2 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 427-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას 2019 წლის მარტის თვეში საარსებო მინიმუმზე 188 ლარია

.2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

 

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა და 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. მაისში საარსებო მინიმუმი 190 ლარი და 10 თეთრი იყო.

საქსტატის მონაცემებით, წლიურად შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15 ლარით და 10 თეთრით არის გაზრდილი.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 166 ლარი და 60 თეთრია, ხოლო საშუალო ოჯახის 315.5 ლარი.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 266 ლარს და 50 თეთრს შეადგენს, სამსულიანის 199 ლარსა და 80 თეთრს, ხოლო ოთხსულიანის კი 333 ლარს და 10 თეთრს.

საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com