ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი-სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა?

„საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი-სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა?

 
  ირაკლი ოქრუაშვილი კი ქიბარ ხალვაშის წინააღდეგ სასამართლო დავას იწყებს და აპირებს, მისი წილის 80% 10 ჟურნალისტს გადაუფორმოს, რომლებიც ხალვაშის წინააღმდეგ მასთან ერთად იბრძოლებენ.
ტელეკომპანია „რუსთავი2″ ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრება არ არის“,-ამის შესახებ 

 ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ირწმუნება, როგორც “რუსთავი2”-ის ახალი დირექტორი პაატა სალია  აცხადებს, დოკუმენტები, რომლის საფუძველზეცირაკლი ოქრუაშვილი  დაობს გაყალბებულია.
     სალიას თქმით, ხალვაში ირწმუნება, რომ მას ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერია. 
     „მათ აქვთ ერთი დოკუმენტის ორი ასლი, სადაც რეალურად ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა ნოტარიულად დამოწმებული, თუმცა ამ ხელშეკრულებებზე საიდანღაც გაჩნდა ვიღაც სხვა პირის ხელმოწერები ვითომ ქიბარ ხალვაშის, ერთი საინტერესო დეტალია, იმ დოკუმენტს რომელსაც იყენებენ შესადარებლად ამ გაყალბებულ დოკუმენტთან და რომლის წინა გვერდებზეც დასმულია გაყალბებული ხელშეკრულებები ბოლო გვერდზე ხელმოწერა არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. თარიღი ამ ორ ხელშეკრულებას გაყალბებულს და მეორეს ნოტარიულად დამოწმებულს აქვს ერთი და იგივე.
     როგორც  სალია ამბობს ქიბარ ხალვაში ესეთი შეთანხმება არ ყოფილა და ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არასოდეს მოუწერია.
    ოქრუაშვილის ფული იქნება გადახდილი კომპანიაში, ოქრუაშვილმა ასესხა ფული, რომელ წელს იყო ეს? 2004 წელს? სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა, საჯარო მოხელე იყო იმ პერიოდში, მისი დეკლარაციები არსებობს, საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი. ეს ყველაფერი უნდა ახსნას.
   „  თუ ახსნის კი ბატონო, ალბათ ქიბარსაც ექნება პასუხი, მე ვიცი ქიბარ ხალვაშისგან, რომ მას არ ჰქონია რაიმე შეთანხმება ოქრუაშვილთან და ხელი მსგავს დოკუმენტზე არ მოუწერია”-ამბობს პაატა სალია.
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...